20 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, როგორც პოლიტიკური მიმართულების, ასევე ეკონომიკური მიმართულების საკითხებზე. მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებითაც. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს ცვლილება. ჩანაცვლდეს არსებული შერეული სისტემა, პროპორციული საარჩევნო სისტემით. მოგეხსენებათ, რომ ამ პროპორციულ სისტემას აქვს თავის ელემენტები. ერთი ელემენტი არის ის, რომ უქმდება ბლოკის ინსტიტუტი, პარტიების ბლოკის ინსტიტუტი, რასაც აქვს თავისი მყარი საფუძველი,“ - აღნიშნა კობახიძემ.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ წუთებში ბიზნესმენებს ხვდება. ეს არის პირველი შეხვედრა, რომლესაც ირაკლი კობახიძე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს. შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და ეკონომიკური მიმართულებით დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივებია.

დღის ამბები