25 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
ტერორისტული აქტის მცდელობა - ლონდონში პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დააკავეს

ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობისთვის ბრიტანეთის პარლამენტთან ერთი კაცი დააკავეს.

სამართალდამცავების თქმით, ეჭვმიტანილს თან რამდენიმე დანა ჰქონდა. CNN-ის ინფორმაციით, ინცინდენტის დროს არავინ დაშავებულა.

აღნიშნული შემთხვევა ლონდონში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ერთი თვის წინ ტერორისტული აქტი განხორციელდა. ერთი თვის წინ მომხდარი შემთხვევისას მანქანა ხალხს დაეჯახა. 

დღის ამბები