25 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
დავით სესიაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდება და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები

ნაციონალური მოძრაობა 2 წლის წინ მომხდარი ქურდობის საქმეში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილის თითის ანაბეჭდების არსებობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. ოპოზიციის ინფორმაციით, 20 წლის დავით სესიაშვილის სუს-ში მუშაობის დაწყების დროს ცნობილი გახდა, რომ მისი თითის ანაბეჭდები ქურდობის საქმეში ფიგურირებდა.

განცხადებების შინაარსი შეცვალა თავად უმრავლესობის დეპუტატმაც. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში დავით სესიაშვილის ანაბეჭდებიც არის და ამას მანქანის სავარაუდო მეპატრონესთან მეგობრობით ხსნის.

ირაკლი სესიაშვილის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთების შესახებ საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაასაჯაროეს.

ირაკლი სესიაშვილი არ არის ერთადერთი, ვისი განცხადებებიც ამ საქმესთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავია. განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ უშუალოდ ფაქტის მონაწილეებიც.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები