25 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
ჩაშლილი შეხვედრა პრემიერთან - ფადი ასლისა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება მწვავდება

დაპირიპისრება საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელსა და ქართულ ოცნებას შორის - საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე დღემდე ელოდება ახსნა-განმარტებას პრემიერის ოფისიდან. ფადი ასლისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიშალა გავლენიანი ბიზნესმენებისა და ინვესტორების წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან.

ყატარის, იორდანიის ეგვიპტის, საუდის არაბეთის, სულ 12 ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო პალატების ხელმძღვანელები თბილისში რეგიონულ კონგრესზე დასასწრებად ჩამოვიდნენ და მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვასაც აპირებდნენ.

ბიზნესმენებს პირველი პრობლემები აეროპორტში შეექმნათ, როდესაც, ყატარის, იორდანიისა და ეგვიპტის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები მესაზღვრეებმა თითქმის 2 საათი შეაფერხეს. მაშინ, როდესაც, ფადი ასლის თქმით, მათ სტუმრების სია წინასწარ ქონდათ გადაცემული.

გავლენიანი საქმიანი წრეების ხელმძღვანელების ასეთი მოქცევისთვის განმარტებას ხელისუფლებისგან ევროპული საქართველოს წევრებიც ითხოვენ.

პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს განმარტება არ გაუკეთებიათ. მმართველი გუნდის წევრები პარლამენტში კი ფიქრობენ, რომ ფადი ასლი ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებთან მომხდარი ინციდენტი ცუდ გავლენას მოახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

დღის ამბები