20 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
"ნეპოტისტი", "ამორალური" - ურთიერთბრალდებები და ცხარე კამათი "განსხვავებულ აქცენტებში"

განსხვავებული აქცენტების ეთერში კამათი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს კოტე იოსელიანსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს შორის მოხდა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქმეში გარკვევის გარეშე მის შვილს ბრალს სდებენ.

კოტე იოსელიანმა უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

„ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან. ჩვენ საქმე გვაქვს ინტერესთა შეუთანხმებლობასთან... თქვენ ასევე, ნეპოტიზმის უკიდურესად მძიმე ფორმებს იყენებთ, როდესაც საკუთარი შვილი დაასაქმეთ თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებაში,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ირაკლი სესიაშვილი კი ოპოზიციონერს მტკიცებით ფორმაში წარდგენილი ბრალეულობის გამო აკრიტიკებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისი შვილი გამოკითხვაზე არ ყოფილა. ის ნაციონალურ მოძრაობას „ამორალურ“ ქმედებაში ადანაშაულებს.

 „აბსოლუტურად ამ ფაქტის შესახებ არც მე არც ჩემს შვილს არაფერი არ გვცოდნია, არც გამოკითხვაზე არ ყოფილა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.  

კოტე იოსელიანი კი აცხადებს, რომ სუს-სა და შსს-ს შორის არსებული მიმოწერიდანაც ჩანს, რომ მისი შვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ენმ-ის წევრი ირაკლი სესიაშვილს სადეპუტატო მანდატის დატოვებას ურჩევს. 

დებატების დაწყებამდე ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2 პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციითთბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და მანქანიდან აღებული ხელის ანაბეჭდი იდენტურია. 

 

დღის ამბები