თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავენ დღეს საკრებულოს სხდომაზე. უმრავლესობის განმარტებით, ის 99 პროცენტით შესრულდა და ორიენტირებული იყო პრიორიტეტებზე, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
მათივე განცხადებით, დარჩენილია 5 მილიონი, რომელსაც წელს აითვისებენ.
ნაციონალური მოძრაობა პრობლემატურ საკითხთა შორის გამოყოფს სამარშრუტო ტაქსების საკითხს, რომლის მომსახურების სფეროც, მათი თქმით, ხდება რეგულირებადი.
„ეს ნიშნავს, რომ მავნე რეგულირების პირობებში, თბილსის ბიუჯეტი კარგავს 2 მილიონ ნახევარ ლარს. ეს არის ქართული ოცნების უგუნური პოლიტიკის შედეგი,“ - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მარინა დათუკიშვილი.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების თემაზე საუბრობს საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე. მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ დედაქალაქის მოსახელობის დიდი ნაწილი დავით ნარმანიას უნიათო მერად მოიხსენიებს.