20 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნებას ხელი მოეწერა

საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიიის პირველი სხდომა გაიმართა. შეხვდრაზე მხარეებმა ეკონომიკური თამაშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის შეთანხმებებსაც მოეწერა ხელი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მოლდოვა-საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დღეს პირველი სხდომა ჩატარდა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. მოგეხსენებათ, რომ მოლდოვასა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კომისიის შექმნის შემდეგ ეს ურთიერთოებები კიდევ უფრო გაძლიერდება," - განაცხადა მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრმა, ვასილე ბიტკამ.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ვასილე ბიტკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ." 

დღის ამბები