18 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
ქუთაისის სკოლაში გაკვეთილის დროს ჭერი ჩამოინგრა - კლასში 30 მოსწავლე იმყოფებოდა

ქუთაისში, ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ჭერის ჩამონგრევის დროს საკლასო ოთახში 30 მე-6 კლასელი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ორპირი ქარი გახდა. სკოლაში სარემონტო სამუშაოები 10 თვის წინ ჩატარდა. სკოლის ადმინისტრაცია კომპანიის ბრალეულობას გამორიცხავს.

ამ დროისთვის საკლასო ოთახში ჭერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. 

დღის ამბები