23 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
მოგვბეზრდი! - რუსეთში პუტინის წინააღმდეგ აქციას მასობრივი დაკავება მოჰყვა

რუსეთის დიდ ქალაქებში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული ოპოზიციური მოძრაობა ღია რუსეთი იყო.

მოგვბეზრდი! - ამ ლოზუნგით გამოვიდნენ დემონსტრანტები ქუჩებში და ითხოვდნენ, რომ ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენოს.

არასანქცირებულ აქციას პეტერბურგსა და კემეროვოში მასობრივი დაკავებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა 150-მდე ადამიანი დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენპროკურატურამ მოძრაობა ღია რუსეთი არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა, ძალოვანებმა კი მოსკოვის ოფისში ჩხრეკაც ჩაატარეს. 

დღის ამბები