24 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ინერტული მასალის ანექსირებულ ყირიმში გადასატანად სოხუმის პორტის მოწესრიგება დაიწყეს

სოფელ ხურჩაში ოკუპანტების მიერ დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე მანიშნებელი ბოძები რუსმა სამხედროებმა უკვე ჩასვეს. მოსახლეობას, ვინც ამ მიწას ათეული წლებია ამუშავებს, უთხრეს, რომ მათი იურიდიულად კუთვნილი ნაკვეთი უკვე რუსეთის გახდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბოძები რუს სამხედროებს უბრალოდ უკვე არსებული საზღვრის გასავლებად სჭირდებათ.

მიწა ერთადერთი არაა, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვი იტაცებს. ოკუპირებულ რეგიონში მოპოვებული ღორღი მოსკოვს ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი ხიდისა და ცენტრალური ტრასის - ტავრიდას ასაშენებლად სჭირდება.

ინერტული მასალის ანექსირებულ ყირიმში გადასატანად სოხუმის პორტის მოწესრიგებას ცდილობენ. კიევში უკვე მუშაობენ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე, საქართველოს საგარეო უწყებაში კი ამ თემაზე ჯერ პასუხი არ აქვთ.

ოკუპირებულ რეგიონში უახლოეს დღეებში რუსული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა სოხუმიდან ყირიმში ინერტული მასალის გადატანის საბოლოო დეტალები შეთანხმდეს.

 

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები