16 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
სავარაუდო ნეპოტიზმი თავდაცვის სამინისტროში - ოპოზიციას და მმართველ გუნდს განსხვავებული არგუმენტები აქვს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ქართულ ოცნებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის მინისტრის ბრძანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლის მთავარ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დროებით დანიშვნის თაობაზე, გაასაჯაროვა.

ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით, უწყებაში ასევე დასაქმდა ქართული ოცნების დეპუტატის, თამარ ხულორდავას, მეუღლეც.

თავდაცვის სამინსიტროში ადასტურებენ, რომ დეპუტატების მეუღლეები ნამდვილად დაინიშნნენ მოვალეობის შემსრულებლად.

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო ნეპოტიზმში დადანაშაულებული დეპუტატები სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა დღეს კამერებთან არ გამოჩენილან.

პარლამენტარების მეუღლეები თავდაცვის უწყებაში რეორგანიზაციის შედეგად დასაქმდნენ, მას შემდეგ, რაც სამინისტროდან ბიუჯეტის შემცირების გამო 1000-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. დეპუტატების თანაგუნდელები ევროპული საქართველოს მიერ გახმაურებულ ფაქტებში პრობლემას ვერ ხედავენ.

ევროპული საქართველოს წევრები ამტკიცებენ, რომ მათთვის ნეპოტიზმის კიდევ რამდენიმე ფაქტია ცნობილ და უახლოეს პერიოდში სხვა შემთხვევის გახმაურებასაც გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები