20 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
უფასო წამლების პროგრამა - ოპოზიცია და ექსპერტები მთავრობას აკრიტიკებენ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მეოთხე წელია, ასობით ათასი ადამიანი უფასო წამლის ე.წ. მესამე ტალღას ელის. ამ პერიოდში პროგრამის 4-ჯერ გადადების შემდეგ ის ივლისში უნდა ამოქმედდეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ წამალი მხოლოდ უკიდურესად ღარიბებს დაუფინანსდებათ, თანაც მათ შორის, მხოლოდ ისეთებს, ვისაც გულის ქრონიკული დაავადება აქვს.

დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველად, მათი რაოდენობაც დააზუსტა - 200 ათასი ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ 6 თვეში გამოყოფილი 3.5 მილიონით თითოს თვეში 3.5 ლარის წამალი ერგება, რაც ექსპერტთა და ოპოზიციის აზრით, ძალიან მცირეა.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობა იაფი წამლის შემოსატანად რომელიმე ფავორიტ კომპანიას აარჩევს და ვადაგასულ და უსარგებლო წამალს შემოიტანს.

ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ კომპანია მაშკევიჩის ჰუმანითის მიერ შემოტანილი წამლები არათუ საზღვარზე დაყადაღდა, რადგან ფრანგული კომპანიის პატენტს არღვევდა, როგორც ეს ჰუმანითის ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გახდა ცნობილი, არამედ წამლის ნაწილი სააფთიაქო ქსელებიდანაც ამოიღეს, რადგან ვადაგასული ან უხარისხო იყო.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები