23 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
თუ გარკვეული ადმინისტრაციული სანქციების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ამაზე შეიძლება, ვიმსჯელოთ - მამუკა მდინარაძე მოსამართლეების ინიციატივაზე

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით შაბათის კურიერში საუბრობს.

მან აღნიშნა, რომ აღნიშნული წინადადება პარლამენტში ჯერ არ არის კანონპროექტის სახით წარდგენილი და კონკრეტული კომენტარის გაკეთება უჭირს.

"რომელიმე წინადადება, რომელიც ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ მიერ არ იქნება გაზიარებული, ამას მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით. მაგრამ არის გარკვეული შემთხვევები, აქ მე არ მინდა, რომ მოსამართლეების მიმართაც არ დავადასტურო ერთი მხრივ მხარდაჭერა, ეს საკანონმდებლო ინიციატივაში აისახება თუ არა ამაზე არ ვსაუბრობ, რომ ძალიან ძნელია ხშირად იმ დაბრალების, მე არ ვსაუბრობ კრიტიკაზე, და იმ ძალიან მძიმე შეურაცხყოფის მოსმენა და მოთმენა, რაც მათ მიმართ გამოთქმის ხოლმე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მან აღნიშნა, რომ, თუ შემდეგში მოსამართლეების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ შელახავს, მაშინ მმართველმა გუნდმა შეიძლება, იმსჯელოს.

„თუ გარკვეული ადმინისტრაციული სანქციების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა, ამაზე დღეს რეალურად არ შემიძლია პასუხის გაცემა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები