24 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
თუ ვინმეს სანქციები უნდა დაუწესდეს, ეს უნდა იყოს მათზე, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს - ნინო კალანდაძე

„თუ ვინმეს სანქციები უნდა დაუწესდეს, ეს უნდა იყოს მათზე, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს, ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები,“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ კრიტიკის დასაშვები ზღვარის დაწესების ინიციატივაზე განაცხადა.

ოპოზიციის წევრი იმედოვნებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამატებით რეგულაციების მოთხოვნა გადახედვას ექვემდებარება.

„დღეს რეალობიდან რომ ამოვიდეთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ მოსამართლების დამოუკიდებლობის პრობლემას დღეს არ ქმნის სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები, ეს საფრთხე სასამართლო ხელისუფლებას ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უდგას, რომელიც ოლიგარქის დაკვეთას ასრულებენ, ოლიგარქის დაკვეთით იღებენ უკანონ გადაწყვეტილებებს, ზეწოლას ექვემდებარებიან.  ასეთი მაგალითები რუსთავი2-ის მაგალითზე ვნახეთ,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ნინო კალანდაძემ პრეზიდენტის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილზე "აგრესიული იერიში" მიზანმიმართულად ხდება. მისი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები