20 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ღრმა კრიზისში - დავით ჯანდიერი მოსამართლეების ინიციატივაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მოსამართლეების შეურაცხყოფაზე სანქციები უნდა დაწესდეს შაბათის კურიერში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი, ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კრიზისშია.

„ერთი შეხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ის უკავშირდება უბრალოდ იმას, რომ ჩახშობილი იქნას უბრალოდ კრიტიკა და არ ისმოდეს განსხვავებული აზრი, რომ არ იყოს საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მანა აღნიშნა, რომ სასამრთლოში არსებულ პრობლემებზე ღიად უნდა საუბრობდნენ და ეს მოსამართლეების ინტერესშიც უნდა შედიოდეს.

„სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ღრმა კრიზისში. ვერავითარი ნდობა სასამართლო სისტემას ვერ ექნება, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს გირგვლიანის განაჩენის ავტორი,“ - აცხადებს დავით ჯანდიერი.

იურისტის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს დაცული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები