24 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
ახალი პარტიის ამოცანა და კრედო იქნება - ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება - დავით უსუფაშვილი

„ახალი პარტიის ამოცანა და კრედო იქნება - ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება,“ - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ის ყველა პარტიის ოპოზიციაშია, თუმცა არავის მტერია.  

მისი განცხადებით, საზოგადოებას სამპუნქტიანი გეგმით მიმართა. უსუფაშვილის თქმით, პირველია, რომ აუცილებელია, საზოგადოების ფართო წრე.

„ქვეყნის პრობლემების სათავეა არა რომელიმე პარტია თუ ლიდერი, არამედ ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც დესტრუქციაზე, ნეგატივზე, ერთმანეთის განადგურებაზეა აგებული... მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ პოლიტიკურ პარტიებს დავუყენოთ სხვა მოთხოვნები, მოვითხოვოთ, რომ პოლიტიკოსები მოსურნე იყვნენ დიალოგის და არა მონოლოგის, პოლიტიკოსები ვიყოთ იმ თვითშეგნების, რომ არ ვართ ერთადერთი, ვართ ერთ-ერთი,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სამპუნქტიანი გეგმის მეორე შეთავაზებაზე ისაუბრა.

„გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა არა ლიდერის გარშემო, არამედ ცხოვრების სწორი წესის გარშემო, ამიტომ ვთავაზობ საზოგადოებას გავერთიანდეთ ფართო სამოქალაქო პარტნიორობაში სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად," - აცხადებს უსუაშვილი და დასძენს, რომ მესამე ინიციატივაა ახალი პარტიის შექმნა ახლებურად.

„ახლებური პარტია უნდა დაეფუძნოს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას და გაკვეთილებს. ამიტომ მე სრულიად შეგნებულად ინიციატივით გამოვედი, თუ რა არის გასაკეთებელი,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ახალი პარტიის ამოცანებზე ისაუბრა.

„ახალი პარტია იქნება დაფუძნებული იმაზე, ვის გვაქვს საერთო ხედვა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით და კონკრეტული პროფესიონალების მიერ დამუშავებული ხედვები ამასთან დაკავშირებით და ამის მერე გავეჯიბრებით მმართველ პოლიტიკურ ძალას თუ სხვა ოპოზიციურ სპექტრს არჩევნებში,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები