25 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
26 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან - პრემიერმა ქართულ ჯარს გორიდან მიულოცა

26 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან. 1991 წელს სწორედ 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო გაწვევა ამოქმედდა. შეიარაღებული ძალების დღე ჯარისკაცებს პრემიერ-მინსტრმა დღეს გორში დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზიდან მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა ლევან იზორიასთან ერთად პატივი მიაგო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ სამხედროებს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დღესვე ბაზის ტერიტორაზე საფუძველი ჩაეყარა გმირთა ხეივანს, პირველი ხეები მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის მინსტრმა შვილებთან ერთად დარგეს.

დღის ამბები