25 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
საგარეჯოს რაიონში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ბიჭი ნაპოვნია - მშობლების თქმით მოზარდს ცემის კვალი აღენიშნება

რამდენიმე დღის წინ, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავიდან დაკარგული იოსებ გიგაური ნაპოვნია. 15 წლის მოზარდს მამის სახლში, სოფელ ზემო ქედში მიაგნეს. ამ დროისთვის იგი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. პროცესს სოციალური მუშაკი ესწრება, რასაც ბავშვის მშობლები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არასწრულწლოვანის დაკითხვას ისინიც უნდა ესწრებოდნენ.

სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, რადგან ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელთანაც მოზარდი ფერმაში მუშაობდა, მას ცხენებისა და სხვა ნივთების მოპარვაში ადანაშაულებს.

ქურდობის ფაქტს პოლიციაც ადასტურებს და 2 ცხენი, რომლის მოპარვაზეც იყო საუბარი, უკვე გადაეცა პატრონს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

მოზარდის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ცემის კვალი აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ იოსებ გიგაური 5 დღის წინ გაუჩინარდა. იგი სოფელ უდაბნოში ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ეს მათთან შეთანხმების გარეშე ხდებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები