25 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღე და მასშტაბური აქციები რამდენიმე ქალაქში

დონალდ ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა პრეზიდენტობის 100 დღე მასშტაბური აქციებით აღნიშნეს. საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა, თუმცა ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია ვაშინგტონში შედგა. ათი ათასობით ადამიანი, რომელთა შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც იყვნენ, ე.წ. კლიმატის მარშზე  შეიკრიბა და კაპიტოლიუმიდან თეთრი სახლის მიმართულებით მასშტაბური მსვლელობა მოაწყო.

აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპს იმ განცხადებების გამო აკრიტიკებენ, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა გლობალურ დათბობას თაღლითური შეთქმულება უწოდა და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას მორატორიუმს გამოუცხადებს.

აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპს გარემოს დაცვისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ და შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შესახებ ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები