23 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
ქობულეთში ასწლოვანი ევკალიპტების შესაძლო მოჭრას აპროტესტებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრები იევანების ოჯახი ასწლოვანი ევკალიპტების შესაძლო მოჭრას აპროტესტებს. მათი თქმით, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებმა მათ გამგეობის მიერ გაცემული ნებართვა უკვე აჩვენეს და განუმარტეს, რომ ხეები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს ხელს უშლის.

ამას იევანების ოჯახი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ასწლოვანი ევკალიპტები ელექტროსადენებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის მათი სახლისთვის ქარსაცავის ფუნქციას ასრულებს.

ქობულეთის გამგეობაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, სატელეფონო საუბარში კი აცხადებენ, რომ მათ ნებართვა არა მოჭრაზე, არამედ გადაბელვაზე გასცეს.

დღის ამბები