19 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩადან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ ხურჩადან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. 59 ენვერ ბერია ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ძმისშვილთან ერთად ყანას ამუშავებდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ოკუპანტები 2000-ლარიან ჯარიმას ითხოვენ. ახლობლები და მეზობლები ოჯახს თანხის შეგროვებაში ეხმარებიან. კონკრეტულად რა ოდენობას მოითხოვს რუსული მხარე გამოსასყიდის სახით, ჯერ უცნობია. ამჟამად ასევე უცნობია ენვერ ბერიას ადგილსამყოფელი.

სოფელ ხურჩას მოსახლეობა ამ წუთებში მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს. ისინი ნაციონალური მოძრაობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომელზეც რუსებმა საოკუპაციო ხაზის გასავლებად ბოძები უკვე დაამაგრეს.

დღის ამბები