20 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
ნაცემი არის, მაგრამ, როგორც მე შევატყვე, ბავშვი დაშინებულია და ახლა ამბობს, ვითომ ცხენიდან გადმოვარდა - იოსებ გიგაურის დედა

საგარეჯოს პოლიციაში 15 წლის იოსებ გიგაურის საქმეზე საგამძიებო მოქმედებები კვლავ მშობლების მონაწილოების გარეშე გრძელდება. არასრულწლოვანი ბიჭი რამდენიმე დღის წინ, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავიდან დაიკარგა. 

არასრულწლოვანთან, გამოკითხვის დროს, მხოლოდ სოციალური აგენტი იმყოფებოდა. პარალელურად მიმიდნაორებს იოსებ გიგაურის ოჯახის წევრების გამოკითხვაც.

არასრულწლოვანი ბიჭის დედა შვილის მშობლების გარეშე დაკითხვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ იოსებ გიგაურს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული.

„ნაცემი არის, მაგრამ, როგორც მე შევატყვე, ბავშვი დაშინებულია და ახლა იმას ამბობს, რომ ვითომ ცხენიდან გადმოვარდა,“ - აცხადებს ბავშვის დედა.

მისი თქმით, დამსაქმებელი, რომლის ფერმაზეც იოსებ გიგაური მუშაობდა, ბიჭს ფულის აღებას და ცხენის მოპარვას აბრალებს, რაც ტყუილია. ოჯახის წევრების განცხადებით, ცხენი ფერმის მფლობელმა ბიჭს ხელფასის სახით გადასცა.

ცნობილია, რომ არასრულწლოვანმა წერა-კითხვა არ იცის.

იოსების მამა, ოთარ გიგაური აცხადებს, რომ მისი შვილის დამსაქმებლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

„პოლიციამაც ჰკითხა, ვინ გცემაო და მან უპასუხა, არავინ, უბრალოდ ცხენიდან გადმოვვარდიო, მაგრამ თვალით ცხენიდან გადმოვარდნილი ვერ დაეცემა,“ - აცხადებს ოთარ გიგაური.

ამავე თემაზე
დღის ამბები