25 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
სამხრეთ კორეის მოსახლეობა ქვეყანაში ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემის განლაგებას აპროტესტებს

სამხრეთ კორეის მოსახლეობა ქვეყანაში ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემის განლაგებას აპროტესტებს. თაადის ტიპის რაკეტები ჩრდილოეთ კორეის საზღვართან სენჟუს პროვინციაში უნდა განლაგდეს. პენტაგონმა დასახლებაში ანტისარაკეტო სისტემისთვის საჭირო საწვავი გაგზავნა, თუმცა სატვირთო მანქანებს მოსახლეობამ გზა გადაუღობა.

აქციის მონაწილეების დაშლა პოლიციამ სცადა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. საპროტესტო აქცია ფხენიანის მორიგი მუქარის ფონზე გაიმართა. ჩრდილოეთ კორეა სეულსა და ვაშინგტონს ნახევარკუნძულთან დისლოცირებული ამერიკული წყალქვეშა გემის ჩაძირვით დაემუქრა. ფხენიანში აცხადებენ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში ატომურ წყალქვეშა ნავზე სარაკეტო იერიშს განახორციელებენ.

დღის ამბები