20 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
ფხენიანის კრიზისი - რომის პაპი კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს

რომის პაპი ფხენიანის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს. პონტიფიკოსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისი წლებია მწიფდება, თუმცა ამჯერად ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, ახლა საუბარია კაცობრიობის მომავალზე, რადგან ფართომასშტაბიანი ომი კაცობრიობის დიდ ნაწილს გაანადგურებს, რაც დაუშვებელია. რომის პაპს მიაჩნია, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს არსებული დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად შუამავალი სჭირდება. პონტიფიკოსმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა დონალდ ტრამპთან შესახვედრად, რომელიც მაისის ბოლოს დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად სიცილიაში მიემგზავრება.

დღის ამბები