25 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
ეკრანზე დაბრუნება განსხვავებულ ამპლუაში - მიხეილ სააკაშვილის გადაცემა "სხვა უკრაინა"

ორიგინალური გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან - საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გადაცემა აქვს. მას უკრაინაში ყველა ტელევიზიამ კარი დაუხურა და ამიტომ მან საკუთარი ტელეეთერის შექმნა გადაწყვიტა.

სააკაშვილი პოლიტიკურ-სოციალური ტოკ-შოუს წამყვანია არხზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მხოლოდ მცირე რეგიონული მასშტაბით მაუწყებლობდა, ახლა კი არხმა მთელი უკრაინის ტერიტორია მოიცვა და მიხეილ სააკაშვილის გადაცემის ნახვაც ყველას შეუძლია.

პროგრამაში მონაწილე სტუმრების სია ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მთავარი ადგილი იქ რიგით, თითქოს, არაფრით გამორჩეულ ადამიანებს უკავიათ, ვინაიდან გადაცემა სწორედ მათი პრობლემების გაშუქებას ეთმობა. მათ P.S. მობილის მსგავსი მანქანა და რუბრიკაც კი აქვთ.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის ტოკ-შოუში ჩანს ის უკრაინა, რომლის ნახვაც დანარჩენ არხებზე შეუძლებელია. ამიტომ გადაცემასაც ასე დაარქვა - სხვა უკრაინა.

დღის ამბები