24 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
ე.წ. "ფეიკ ნიუსი" - ყალბი ინფორმაციის ნაკადი, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთიდან უტევს

თანამედროვე სამყაროში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მეთოდები დაიხვეწა. "ფეიკ," ანუ ყალბი ნიუსი, რომელიც აბსურდულ რეალობას ქმნის. ტექნოლოგიურად კარგად შესრულებული ყალბი ახალი ამბის დაჯერება ძალიან ადვილია და ვინც მას ქმნის, ზუსტად იცის როგორ მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე.

გერმანული დოიჩე ველეს აკადემიის მედია ტრენერი ბოლო დროს დასავლეთში და საქართველოშიც ტრეინინგს მედია წიგნიერების ასამაღლებლად ატარებს. ჟურნალისტებს და სხვა პროფესიის ადამიანებს ასწავლის, როგორ გაარჩიონ ახალი ამბავი ყალბია თუ რეალური. 

გადამოწმების ხერხების დასანერგად, მედია განვითარების ფონდში მედია წიგნიერების სკოლა შეიქმნა. გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს ყალბი ინფორმაციის ნაკადი ჩრდილოეთიდან უტევს.

მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის მიმართ საზოგადოებაში შიშების დასანერგად რუსეთი ანტიდასავლურ მითებს ქმნის. ჩრდილოელი მეზობელი ასევე ქართული მედიის ერთ ნაწილს იყენებს, რომელიც პატრიოტიზმით მანიპულირებს და ხალხში ცრუ ანტიდასავლურ ინფორმაციებს ავრცელებს.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები