25 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
ოქროს ასოები ქართული სპორტის ისტორიაში - სამ სახეობაში ქართველები ევროპის ჩემპიონები გახდნენ 

ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ბოლო დღეებში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებები ჩაიწერა.

გამარჯვებულებმა საქართველოს ევროპის ჩემპიონთა ტიტული და ოქროს მედლები ჩამოუტანეს. თითქმის მიყოლებით - 22, 23 და 25 აპრილს ქართველი სპორტსმენები  სამ სხვადასხვა სახეობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ძიუდოში, ჭადრაკსა და ფარიკაობაში.

ძიუდოისტებმა ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს. რუსი მეტოქე ჰყავდა მოჭადრაკესაც. მოფარიკავეების გუნდიც პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი და ამისთვის ძალიან გამოცდილი იტალიელების დამარცხება გახდა საჭირო.

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები