25 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
მატილდა კატალია - X ფაქტორის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტის ცხოვრება და მოულოდნელი ტრანსფორმაცია სცენაზე

სამზარეულოდან პირდაპირ X ფაქტორში - ასე აფასებს ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი მატილდა კატალია, იგივე იგივე მარიამ ჯავახია, მეგა-შოუში მონაწილეობას. X ფაქტორში გამოვსლით მატილდა მან თავი ბევრს დაამახსოვრა. 

მატილდას ტრანსფორმაცია სიურპრიზი იყო როგორც ჟიურისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვისაც. რადგან წყნარი და მშვიდი მატილდა ასეთი არასდროს უნახავთ.

მატილდა 10 წლის წინ სოციალურ ქსელში დაირქვა, ნატალი პორტმანის ცნობილი პერსონაჟის გამო. კატალია კი მისი საყვარელი ყვავილია. მარიამ ჯავახია თბილისში, მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. სენაკში დაამთავრა მუსიკალური 7 წლედი, მას შემდეგ მუსიკასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია.

პროექტი გრძელდება და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თავს უკვე ბედნიერად გრძნობს რადგან თავისი უცნობი სამყარო უკვე ყველას გააცნო.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები