23 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
დაკავებები სტამბოლში - მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

სტამბოლის პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.

საპირველმაისო აქცია, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

პოლიციის მისამართით ისმოდა შეძახილები -  „ტაქსიმი ჩვენია და ჩვენად დარჩება.“

სტამბოლის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, აქციის მონაწილეებს მოლოტოვის 40 კოქტეილი, 176 ფოიერვერკი და 17 ხელყუმბარა ჩამოართვეს. 

დღის ამბები