18 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
მოსამართლემ პრეზიდენტის შვილის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას ბრალად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება.

დღეს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. სხდომაზე ასევე იმ მტკიცებულებებზე იმსჯელეს, რომლებიც არსებითი განხილვის დროს უნდა განიხილონ.

მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარის დოკუმენტების ნუსხა სრულად დაამტკიცა.

მიხეილ თათარიშვილის საქმის არსებითი განხილვა 11 მაისიდან დაიწყება.

ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა.

დღის ამბები