24 ივლისი 2019,   13:48
ვრცლად
2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა - ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის უსმენდნენ

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენდნენ. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

ზურაბ ალავიძესთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ თბილისში განსახორციელებელ პროექტებზე, თუმცა ოპოზიციის თქმით, მათ პასუხები ვერ მიიღეს.

„ეს არის ორი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც შეამსუბუქებს მთავარ პრობლემას, რაც აწუხებთ თბილისში. ეს არის გადატვირთულობა მოძრაობის და ასევე მშენებლობის გადატვირთულობა. ეს ორი პროექტი არის გაჩერებული 5 წლის განმავლობაში და დღესაც, სამწუხაროდ, მინისტრისგან, რომელიც არის პასუხისმგებელი მსგავს პროექტებზე, ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ.

თავად მინისტრი და უმრავლესობის წევრები გეგმებს პოზიტიურად აფასებენ.

„სწორედ მივდივართ. პირველი კვარტალი კარგად შევასრულეთ. შესრულება გვაქვს 105 პროცენტი. ასეთი ბიუჯეტი ამ სამინისტროს თავის არსებობის პერიოდში არასდროს არ ჰქონია,“ - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

 

დღის ამბები