23 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
მმართველ გუნდში მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციის" აქტივობას დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებენ

მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციის გეგმებზე განმარტებები დღეს მმართველ გუნდში გაკეთდა. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს, რის გამოც, დღეს საგანგებო დეკლარაციას ხელი მოაწერს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს.

მმართველ გუნდში კი მსგავს აქტივობას არ მიესალმებიან და "დესტრუქციულ ნაბიჯად" აფასებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციის დეკლარაციას ამ ეტაპისთვის შეუფერებლად მოიაზრებს.

„კონსტიტუციის დაცვის მოძრაობა უნდა შექმნილიყო მაშინ, როდესაც კონსტიტუციაზე ხდებოდა გაუგონარი ძალადობა... ახლა, როდესაც კონსტიტუცია წინააღმდეგობებისგან თავისუფლდება და ყალიბდება ძალიან კარგი მოდელი, ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად იცავს მოსახლეობას უკანონო ქმედებებისგან,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, მოძრაობის ინიციატივას აკრიტიკებს და კონსტიტუციის დასახვეწად საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოდ ასახელებს. 

„შინაარსი ამის არის არასწორი, არის გარკვეულწილად დესტრუქცივიზმისკენაც კი გადადგმული ნაბიჯი,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

დღის ამბები