20 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
"ევროპულ საქართველოში" მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციის" დეკლარაციას მხარს უჭერენ

ევროპულ საქართველოში მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციის დეკლარაციას მხარს უჭერენ და უერთდებიან. პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვას უპირველეს მიზნად ასახელებს.

„ყველა ხელისუფლება წააგებს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას დაუპირისპირდება. ამიტომ, ევროპული საქართველოს პრინციპია და ჩვენ ეს განვაცხადეთ საჯაროდ, რომ უნდა გაიმართოს პლებისციტი და ამ პლებისციტის ორგანიზებისთვის ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ კარდაკარ ვივლით და ყველა რაიონში ჩავალთ,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

სამოქალაქო მოძრაობამ დაიცავი კონსტიტუცია საგანგებო დეკლარაციას ხელი მოაწერა. დოკუმენტი 8 პუნქტს მოიცავს, თუმცა ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მიუღებელია პრეზიდენტის არჩევის წესის და საარჩევნო სისტემის ცვლილება. 

 

 

დღის ამბები