20 აგვისტო 2019,   08:12
ვრცლად
"იმოქმედე" - იუსტიციის სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს

სლოგანით იმოქმედე იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება.

ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სოციალური კამპანიისთვის შეხვედრები 6 თვის განმავლობაში ყველა რეგიონში ჩატარდება.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბარამიძე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სტამბოლის კონვეციის რატიფიკაციის შემდეგ, საჭიროა ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. 

დღის ამბები