24 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
მედია თავისუფლება და "რუსთავი 2" - ეუთოს ექსპერტები საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ  

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ექსპერტები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ სამოქალაქო სექტორს, საპარლამენტო ოპოზიციას და უმრავლესობას. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო მედია თავისუფლების საკითხს და ასევე რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ პროცესებს.  

„ჩვენ ჩავაყენეთ ექსპერტები საქმის კურსში, თუ რა ვითარებაა დღეს. ფაქტობრივად, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დროებით გადაგვარჩინეს იმისგან, რომ ხელისუფლებას მიეღწია საკუთარი მიზნებისთვის და შეეზღუდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი წვდომა ინფორმაციაზე. ჩენ ასევე ვისაუბრებთ იმ სერიოზულ საფრთხეზე, რომელსაც ქვეყანას უქმნის რუსული პროპაგანდა და იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს და პირიქით, ხშირად ეხმარება რუსული პროპაგანდისტული სხვადასხვა არხების მუშაობას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ  შეხვედრაზე ისაუბრეს მედიაომბუდსმენის ინსტიტუტზე, რომელმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ თუკი შეიქმნება ამგვარი ინსტიტუტი, მედიაომბუდსმენს უნდა ირჩევდნენ ჟურნალისტები და არა ხელისუფლება.

„მე ხაზგასმით ვთქვი, რომ დღეს მედია ბევრად თავისუფალია, ვიდრე ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ეპოქაში," - აღნიშა ინაშვილმა. 

მედიის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები ამ წუთებში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეხვედრას მართავენ მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. საუბრის მთავარი თემა მედიაგარემოა.

 

დღის ამბები