მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიაგარემოს და ასევე ომბუდსმენის ინსტიტუტს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ეუთოს ექსპერტების განწყობის თანახმად, საქართველოში ბოლო წლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული მედია თავისუფლები კუთხით.
„განწყობა მათი არის ის, რომ საქართველოში ბოლო წლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული მედია თავისუფლები კუთხით და გარემო არის თვისობრივად განსხვავებული იმისგან, რაც იყო 2012 წლამდე. ეს ცალსახად დაფიქსირდა. რაც შეეხება მედიის თავისუფლების კუთხით გამოწვევებს, აქ ბევრ საკითხზე შეიძლება საუბარი, მათ შორის მედიის კონტეტის ხარისხის კუთხითაც და ა.შ. მე ზოგადად მგონია, რომ მედიის თავისუფლები კუთხით, მედიის ხარისხის კუთხით, ჩვენ შეგვიძლია ახალ ეტაპზე გადასვლა, უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ამ პროცესში ჩვენთან ერთად იქნება და მოგვეხმარება,“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.