19 ივლისი 2019,   21:44
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პლებისციტისთვის მოსახლეობის გამოკითხვას ხვალიდან იწყებს

ევროპული საქართველო კარდაკარის პრინციპით პლებისციტისთის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიციური პარტია მმართველ ძალას ხალხის აზრის იგნორირებაში ადანაშაულებს და პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის აუცილებლობაზე საუბრობს.

ევროპულმა საქართველომ პრემიერს პლებისციტის ჩატარების ინიციატივით მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ნაციონალურ მოძრაობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ხალხი ყველა ცვლილებაზე სათანადოდ ინფორმირებულია, თუმცა მათი აზრის გათვალისწინებას ქართული ოცნება კონკრეტული მიზეზით არ აპირებს.

პლებისციტის აუცილებლობაზე დღეს ის არასაპარლამენტო პარტიებიც საუბრობდნენ, რომლებიც კონსტიტუციის დაცვის მიზნით უახლოეს დღეებში არაერთ აქტივობას გეგმავენ.

ხელმოწერების დიდი ნაწილის შეგროვება იმ დროისთვის იგეგმება, როდესაც ქართული ოცნება ცვლილებების საპარლამენტო განხილვებს დაიწყებს. პარტიების ყველა ინიციატივას კი ქართული ოცნება მხოლოდ მათ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხალხის აზრის გამოკითხვის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. პლებისციტისთვის მოქალაქეების გამოკითხვა ხვალ თბილისიდან დაიწყება.

დღის ამბები