19 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება - მისი მოსამართლედ უვადოდ შესაძლო დანიშვნას კრიტიკა მოჰყვა

ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის უვადო მოსამართლედ დანიშვნას საბჭოს სავარაუდოდ თითქმის სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს. ეს გადაწყვეტილება კი შესაძლოა სამოქალაქო სექტორის მხრიდან ლევან მურუსიძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ხმაურიანი პროტესტის მიზეზი გახდეს.

ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესება დღისწესრიგში ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დადგა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცესების დაჩქარება და მურუსიძის უვადოდ დანიშვნა მისი ვადის ამოწურვამდე სურს. ლევან მურუსიძის მსგავს ვითარებაში უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე მაია სულხანიაშვილია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც კოლეგებს არ ეთანხმება, ვახტანგ მჭედლიშვილია. ის თვლის, რომ ახალამოქმედებულ კანონს უკუქცევის ძალა არ აქვს და მის ამოქმედებამდე დანიშნულმა ორივე მოსამართლემ გამოსაცდელი პერიოდი უნდა გაიაროს.

ოპოზიცია კი თვლის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზეზები აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები