24 ივლისი 2019,   07:24
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დამძიმებული განაჩენი და ახალი ვარაუდები დეკანოზის საქმეზე

ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი, საპატრიარქოს ადვოკატის განცხადებას "აბსურდულს" უწოდებს. ედიშერ ქარჩავას ვარაუდი, რომ თითქოს დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის გარდა კიდევ ორი პირის მოწამვლას აპირებდა, ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის მიუღებელია.

გაზეთ ახალი თაობისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი ედიშერ ქარჩავა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი მამალაძე მეუფე იაკობისა და დეკანოზ დავით ჭინჭარაულის მკვლელობასაც გეგმავდა.

უცნობია, იზიარებს თუ არა საპატრიარქოს ადვოკატის ამ მოსაზრებას პატრიარქის ძმისშვილი, თუმცა, მისი ეპარქიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მეუფე დიმიტრიმ ჩვენების მისაცემად მზადყოფნა დიდი ხანია გამოთქვა.

მეუფის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები არ იციან მამალაძის ადვოკატებმაც. თუმცა, მათ აინტერესებთ, რატომ გადაწყვიტა მეუფე დიმიტრიმ გამოძიების დასკვნით ეტაპზე ინფორმაციის მიწოდება პროკურატურისთვის.

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობის მომზადებას, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ე.წ ციანიდის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 5 მაისს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები