საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი ევროკავშირის ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას აპირებს. ნაციონალური ფრონტის ლიდერი აცხადებს, რომ საფრანგეთმა ევროკავშირის პატიმრობას თავი უნდა დააღწიოს. მარინ ლე პენმა დღეს თავისი კონკურენტი ემანუელ მაკრონიც გააკრიტიკა და მას ახალი ფრანსუა ოლანდი უწოდა. მეტოქისგან განსხვავებით, 39 წლის მაკრონი საჯარო გამოსვლებში ევროკავშირის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, თუმცა აღიარებს რომ ორგანიზაციას რეფორმირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრექსიტის საფრთხის წინაშეც აღმოჩნდება.