19 ივლისი 2019,   04:26
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ბრალდებების სერია პრეზიდენტის წინააღმდეგ და პოლიტიკური შეფასებები

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები, დესტრუქციული გეგმის შემუშავებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს მიანიშნა, რომ თუ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ არ შეიცვლება, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი ვადაზე ადრე შევა. გამოდის, რომ მოქმედი პრეზიდენტის ქმედებებზეა კვლავ დამოკიდებული ცვლილებების ამოქმედების ვადები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის ამოქმედების თარიღად 2023 წელი დაასახელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის პარლამენტის სპიკერის ბრალდებები გაუგებარია.

უმცირესობაში აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე ხმაურიანი განცხადებებით საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის გადაფარვას და აქცენტების გადატანას ცდილობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები