20 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
თსუ-ს ყოფილი რექტორის ბრალდებას კრიტიკის ობიექტები აფასებენ

სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ლადო პაპავა, უნივერსიტეტში დაწყებულ საპროტესტო ტალღას, რომელიც მისი გადადგომით დასრულდა, სუს-ის მიერ ორგანიზებულად მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ აფასებს.

კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში თსუ-ს ყოფილი რექტორი აცხადებს, რომ სუს-თან სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, პროფესორებიც თანამშრომლობდნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუდიტორია 115-სა და თვითმმართველობის წევრები სუს-ის მხრიდან მის წინააღმდეგ იმართებოდნენ. მისი თქმით, სტუდენტური პროტესტის დროს მხარდაჭერა არც მთავრობის მეთაურისგან და არც მაშინდელი განათლების მინისტრისგან ჰქონდა.

აუდიტორია 115-ის წევრები კი ლადო პაპავას განცხადებებს დაგვიანებულს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ერთი წლის წინანდელ მოვლენებში სუს-ი იყოს გარეული. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კი სუს-ის გავლენას გამორიცხავენ.

მმართველ გუნდში, ოპოზიციისგან განსხვავებით, ლადო პაპავას ბრალდებას არ იზიარებენ.

სუს-ში ლადო პაპავას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. ამ საკითხზე კომენტარი დღეს არც განათლების სამინისტროში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთებულა.

დღის ამბები