25 აპრილი 2024,   00:29
ვრცლად
მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია" - ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილის ნაბიჯები მთავარი კანონის დასაცავად

მოძრაობა დაიცავი კონსტიტუცია სამოქალაქო აქტივობას იწყებს. საპარალამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დღეს დეკლარაცია მიიღო, სადაც ყველა ის შენიშვნა მოხვდა, რომელთა გამოც ქვეყნის მთავარ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიუღებელია.

დეკლარაციაზე ხელმომწერები საარჩევნო ბლოკების გაუქმებასა და 5%-იანი ბარიერის არდაწევას, ერთპარტიული მმართველობისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. რამდენიმე პუნქტი ასევე ეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მთავარსარდლის უფლებამოსილებას.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსს არარსებობას ასახელებს.

უმრავლესობა კი ოპოზიციას დეკლარაციის მიღების ნაცვლად, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატში ჩართვას ურჩევს.

8-პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერა და ამ ფორმით უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გაპროტესტება ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამავე თემაზე
დღის ამბები