24 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
თურქეთი უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ანკარასთან მოსალაპარაკებლად ახალ მიდგომას არ შეიმუშავებს - ერდოღანი

თურქეთი უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ორგანიზაცია ანკარასთან მოსალაპარაკებლად ახალ მიდგომას არ შეიმუშავებს.

განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, "თურქეთი არ არის მონა, რომელიც კართან მოიცდის და, თუ ევროკავშირი მოლაპარაკების პროცესში ახალ თავს არ გახსნის, სალაპარაკო არაფერია".

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა დიალოგი რამდენჯერმე ანკარას შიდა პოლიტიკის გამო შეწყდა. მათ შორის მთავარი უთანხმოება მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა და ტერორიზმის შესახებ კანონი გახდა.

დღის ამბები