24 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დოკუმენტი - კანონპროექტს სრული მხარდაჭერა უმრავლესობაშიც არა აქვს

ვენეციის კომისია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ორ მიმართვას მიიღებს. მესამე სექტორი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვილილებების პროექტში რჩება. რეკომენდაციებისა და შენიშვნების მიუხედავად, კომისიის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში კვლავ რჩება სადავო საკითხები საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მათი შენიშვნები ვენეციის კომისიის დასკვნაში მოხვდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 108 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ კანონპროექტს სრული მხარდაჭერა უმრავლესობაშიც არა აქვს.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტში, საერთო სახალხო განხილვის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

დღის ამბები