24 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და საზოგადოების აზრი - ოპოზიცია პლებისციტს ითხოვს

პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიებისა და მესამე სექტორის პარალელურად, ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე საზოგადოების აზრის მოსმენა გადაწყვიტა. პარტიამ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ.

მათი აზრით, მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესში საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს.

დღეს ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. პარტიის წევრების ინფორმაციით, ერთწუთიან კლიპში ის პრობლემებია ასახული, რომელიც ერთპიროვნულმა მმართველობამ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში შექმნა.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე
დღის ამბები