24 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ - მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა, საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მამა გიორგი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა, აფასებს.

მეუფე ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში გარკვეულმა ადამიანებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პროვოკაციაზე წამოაგეს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

მისი აზრით, თანამზრახველები არა მამა გიორგის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ჰყავს.

მეუფე პეტრეს აზრით, შორენა თეთრუაშვილს პროკურატურაზე გავლენა აქვს, რადგან მამა გიორგის ბრალს უმძიმებენ.

„არათუ გამოვრიცხავ, არათუ ეჭვის დონეზეა, ფაქტებითაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი მფარველობა და დიდი სურვილია, რომ შორენა თეთრუაშილი სუფთად დარჩეს აქედანაც კი," - აცხადებს მეუფე პეტრე.

მან დღევანდელი სიტუაცია და ე.წ. ციანიდის საქმე საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებულ მდგომარეობას და „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიას შეადარა.

„საქართველოში რომ სიკვდილით დასჯა არ იყოს გაუქმებული, მაშინ დახვრეტასაც მიუსჯიდნენ. მაშინ გამოდის, რომ მე შემთხვევით არ მითქვამს, როდესაც "ჯინსების თაობა" და თვითმფრინავის საქმე ვახსენე, სადაც მღვდელი დასჭირდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ორგანიზატორი ამ საქმეში, ადამიანს, რომელსაც ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა გარდა მეგობრობისა. КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მან ასევე აღნიშნვნა, რომ ამ საქმეზე მისი დაკავება იგივე იქნება, რომ ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი დაადანაშაულონ.

დღის ამბები