18 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
გვარამიას იმ 23-მა ეპითეტმა უფრო დიდი დარტყმა მიაყენა სასამართლოს იმიჯს, თუ იუსტიციის საბჭოს იმ ერთმა ვიდეოჩანაწერმა? - ნინო ჯანგირაშვილის კითხვა ქუცნაშვილს

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, არჩევანის ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს წევრები დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საიმიჯო მედიაპროდუქტის და რეპორტაჟების მომზადებას გეგმავენ.

ტელეკომპანია კავკასიის გენერალურ დირექტორს აინტერესებს, არის თუ არა ეს მედიის მოსყიდვა, როდესაც უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე ახალი PR აქციის პროექტს განიხილავს. ასევე, ნინო ჯანგირაშვილმა მიმართა ქუცნაშვილს, უნდა ჰქონდეს თუ არა ხელისუფლებას ამ ფაქტზე შეფასება.

ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ კანონპროექტის სახე იუსტიციის საბჭოს წინადადებას არ ჰქონია. ნინო ჯანგირაშვილმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თანხებზე და გაშუქებაზე იუსტიციის საბჭოს წევრები „ვაჭრობენ“. ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ეს დარღვევა არ არის.

„პირიქით, მომწონს, რომ ეს გამოვიდა სააშკარაოზე და დისკუსიის ეს ნაწილი, რომელიც არ იყო ლამაზი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა,“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

ნინო ჯანგირაშვილმა ზაქარია ქუცნაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ რამდენად ეთიკურია, როდესაც იუსტიციის საბჭო და თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჟურნალისტებთან სიუჟეტებზე ვაჭრობენ.

„როგორ ფიქრობთ, ნიკა გვარამიას იმ 23-მა ეპითეტმა უფრო დიდი დარტყმა მიაყენა სასამართლო ხელისუფლების იმიჯს, თუ იმ ერთმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭო ჟურნალისტებთან სიუჟეტებზე ვაჭრობენ და ფულზე ვაჭრობენ?“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილმა კი ამ კითხვას კონკრეტულად არ უპასუხა.

„თუ შეურაცხყოფა ნებადართული იქნა  ჩვენ ქვეყანაში, მაშინ ღირსებას როგორ დავიცავთ?“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი. 

დღის ამბები