31 მაისი 2020,   15:36
ვრცლად
გვენეტაძეს კითხეთ, მე მართლა მაინტერესებს შერჩა თუ არა სინდის-ნამუსი - მამუკა ახვლედიანი

ნინო გვენეტაძესთან მუქარის შემცველი საუბრის დეტალებს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კურიერთან იხსენებს. რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანს უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა.

ახვლედიანის განმარტებით, მან არ გაითვალისწინა მუქარა, შედეგად სულ მალე ის სასამართლო სისტემას ჩამოაშორეს.

„გვენეტაძეს კითხეთ, მე მართლა მაინტერესებს შერჩა თუ არა სინდის-ნამუსი და დაადასტურებს თუ არა ამ თემას. გამაფრთხილა, რომ ხომ იცი რა დამოკიდებულება აქვთ მათ შენდამი და მეც მათ გვერდით აღმოვჩნდები და ნახავ შენ რა სიტუაციაში შეიძლება ჩავარდე. თუ თვლის, პროკურატურა, რომ დანაშაულის ნიშნებია, მე რა რასაც ვამბობ ამას გავიმეორებ ნებისმიერ დროს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

გუშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძე დაემუქრა, რომ იუსტიციის საბჭოში მის მიერ შეთავაზებული კანდიდატი წარედგინა. ეს ფაქტი ამავე ეთერში დაადასტურა თავად მამუკა ახვლედიანმა. 

დღის ამბები