31 მაისი 2020,   14:14
ვრცლად
მუსოლინის იდეებთან პარალელები - საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები

ოპოზიციის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობისას ბენიტო მუსოლინის იდეების შემოღებაში დადანაშაულებას, მმართველი გუნდი გამოეხმაურა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ბრალდებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ. საპარლამენტო უმრავლესობამ წინა ხელისუფლება მუსოლინის იდეოლოგიასთან დაახლოებაში დაადანაშაულა.

"ნაციონალური მოძრაობის დანაყოფებს, როგორც ჩანს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ან ჰგონიათ, რომ ეს ხალხი წიგნებს არ კითხულობს, ან ჰგონიათ, რომ უმრავლესობას ინტერნეტთან არ აქვს წვდომა, იმიტომ, რომ ისტორიულ ფაქტებსაც კი უკვე დამახინჯებულად მიაწოდებენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ შეიძლება გავაკეთოთ, თან იმ ძალის განცხადებებზე, რომლებიც მაქსიმალურად იყვნენ მუსოლინის იდეოლოგიასთან დაახლოებულნი,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ მუსოლინისთან დაკავშირებით გაკეთებული შედარება უადგილო იყო.

„საერთოდ ასეთი პიროვნებების დასახელებისგან და იდენტიფიცირებისგან თავი უნდა შევიკავოთ ვინმესგან. რაც შეეხება სისტემას, სწორედ ერთ-ერთი სისტემა ევროპის ქვეყნებიდან, არის იტალიური და ბერძნული სისტემები, რომლებიც დღესაც მოქმედებს, სადაც გამარჯვებულ პარტიას ბევრად უფრო მეტ მანდატს უვსებენ, ვიდრე ამას სთავაზობს ქართული ოცნება. გამოდის, რომ დღესაც მუსოლინის სისტემა აქვთ იტალიელებს?“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ზაზა ხუციშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები